|
2017-09-23 16:00:54, 1859 ნახვა
საზოგადოება
სადამკვირვებლო მისიის 20-21 სექტემბრის ანგარიში
ა(ა)იპ „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ 16 კვალიფიციური, გრძელვადიანი, დამკვირვებლის მეშვეობით 20 და 21 სექტემბერს ახორციელებდა არჩევნების სადამკვირვებლო მისიას იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ასევე, თბილისის, ვაკის საოლქო და საუბნო კომისიებში. 2017 წლის 20-21 სექტემბერს ცენტრის გრძელვადიანი დამკვირვებლები წინასაარჩევნო პროცესების მიმდინარეობას სულ 59 საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ. მონიტორინგის მასალები დღეს „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“-ს გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდა. „ცენტრის გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების, მათი მოადგილეებისა და მდივნების არჩევის პროცესი წარიმართა მშვიდ, გამჭვირვალე გარემოში. ძირითადად, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით. თუმცა, დაკვირვების ფარგლებში გამოვლინდა გადაცდომებიც, რომლებსაც ანგარიშში წარმოგიდგენთ“- აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელი მიშა ჭიღლაძე იმისათვის, რომ ნათელი გახდეს „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“-ს მიერ გამოვლენილი შემთხვევები, ანგარიშში წარმოდგენილ დარღვევებს, უცვლელად გთავაზობთ: • ზესტაფონის ოლქის #5 უბანზე და სამტრედიის ოლქის მე-4 უბანზე სხდომის დაწყებამდე არ იყო გამოკრული უბნის ნომრები; • საჩხერის ოლქის მე-17 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების ფაქტი. შემდგომში აღნიშნულ არაუფლებამოსილ პირს დაატოვებინეს სხდომის დარბაზი; • ბაღდათის ოლქში სამ უბანზე (2,3 და 23) სხდომის ჩატარებისთვის წინასწარ არ იყო მომზადებული ადგილი (შესაბამისი ოთახები) და მათი შერჩევა ხდებოდა კომისიის შეკრების შემდეგ; • ბაღდათის ოლქში მე-3 უბანზე და სამტრედიის ოლქის მე-9 უბანზე არ იყო გამოყოფილი ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის განკუთვნილი ადგილი შესაბამისი მინიშნებით; • ხარაგაულის ოლქის მე-2 უბნის და ზესტაფონის ოლქის 43-ე უბნის მისამართები არ ემთხვეოდა საოლქო კომისიების მიერ დაზუსტებულ და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მისამართებს, რამაც დაკვირვების პროცესს ხელი შეუშალა; • ბაღდათის ოლქის მე-2 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ცენტრის დამკვირვებელს არ აძლევდნენ ფოტო-ვიდეო გადაღების საშუალებას, ხოლო განმეორებითი მოთხოვნის შემდეგ დამკვირვებელს მიეცა ფოტოგადაღების შესაძლებლობა; • ცენტრის გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიების თანამდებობის პირების არჩევნების პროცესში იკვეთება კომისიის წევრთა უმრავლესობის შეთანხმებული მოქმედება, რაც ერთის მხრივ, შეიძლება იყოს გუნდური მუშაობის კარგი მაჩვენებელი, ხოლო მეორეს მხრივ, ბადებს ეჭვს, ხომ არ ხდებოდა მათ მიერ წინასწარ შეთანხმებული მოქმედებები სავარაუდოდ წინასწარ ცნობილი კანდიდატების არჩევისთვის. აღსანიშნავია, რომ „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აქტიურად გააგრძელებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას და პერიოდულად წარმოგვიდგენს შესაბამის ინფორმაციას მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.
(NS)
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)