|
2017-09-23 02:47:27, 2582 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არცერთ რეკომენდაციას არ აქვს საკვანძო მნიშვნელობა დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის
„არის ჩამოთვლილი რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც აქვს ვენეციის კომისიას. არცერთ ამ რეკომენდაციას არ აქვს საკვანძო მნიშვნელობა დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ვენეციის საბოლოო დასკვნა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის უმნიშნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი. „კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი საკონსტიტუციო სისტემის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ვენეციის კომისიას ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობისთვის და ჩვენ, ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. მედიის წარმომადგენელთა კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ვენეციის დასკვნაში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის თაობაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დასკვნის მიხედვით, სამწუხაროდ, არ არის მიღწეული ფართო კონსენსუსი, მაგრამ დოკუმენტში ხაზგასმულია ორივე მხარის როლი. „აქ საუბარია მმართველ პარტიაზე, აქ საუბარია უმცირესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კონსენსუსისთვის, პრაქტიკულად, არაფერი გააკეთა საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო ოპოზიციამ. ჩვენ ძალიან მარტივი რამ შევთავაზეთ ოპოზიციურ პარტიებს - ვთხოვეთ იმ საკითხების ჩამოწერა, რომელთა ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ესეც კი არ გააკეთეს, რითაც გადამწყვეტი დაბრკოლება შეუქმნეს კონსენსუსის ჩამოყალიბებას. ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე და ამ სულისკვეთებას ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ, თუცა რაც შეეხება მხარეების წვლილს მის მიუღწევლობაში, ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას პოზიცია გამოხატული არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)