11:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 15:47:51, 1660 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე რეაქტიული ბატალიონის გეგმიური საველე სწავლება დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონის გეგმიური საველე სწავლება დასრულდა.

სწავლების მიზანს ბატალიონის შტაბისა და ქვედანაყოფების კოორდინირებულ მუშაობაში უნარების დახვეწა წარმოადგენდა. სამკვირიანი წვრთნების განმავლობაში პირადი შემადგენლობა საბრძოლო გასროლებს BM21 ზალპური ცეცხლსასროლი სისტემებიდან აწარმოებდა. სამიზნე მანძილი კი 6 კილომეტრამდე მერყეობდა. 

დასკვნით ნაწილში ბატალიონში შემავალ ასეულებს სპეციალურად აღნიშნული სწავლებისთვის I საარტილერიო ბრიგადის შემფასებელთა ჯგუფი აფასებდა. ჯგუფი სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო ბრძანების გაცემის, აღსრულების პროცესისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების დროს გამოვლენილი თვისებების მიხედვით აფასებს.

გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით მომავალშიც იგეგმება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics