15:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 14:34:40, 2230 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში შიდა ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, შიდა ეზოებში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 მისამართზე, მათ შორის ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის XI კორპუსის და ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.

ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსთან უკვე გამოიცვალა ბორდიურები, იგეგმება საფეხმავლო ბილიკების ფილებით მოპირკეთება, საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარის დაგება, საქანელების, სკამების და სანაგვე ურნების განახლება.

ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის XI კორპუსთან კი საბავშვო მოედნის მოწყობა დასასრულს უახლოვდება, ამ დროისთვის უკვე განახლდა სასრიალო, საქანელები, სკამები და მოედნის საფარი. სულ მიდმინარე წლის ბოლომდე ვაკის რაიონში კიდევ 19 დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.   

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics