|
2017-09-22 11:03:09, 2523 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს „შეშლილი მოხუცი“ უწოდა და ცეცხლით განადგურებით დაემუქრა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეფასებით, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება ჩრდილო კორეის სრულად განადგურების შესახებ, მენტალურად მოშლილი ადამიანის ქმედებაა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კიმ ჩენ ინიმ დონალდ ტრამპს ცეცხლით განადგურებით დაემუქრა. „რადგან ტრამპმა ჩვენი ქვეყნის განადგურების მიზნით ომი გამოაცხადა, ჩვენ მივიღებთ ადექვატურ, ისტორიაში აქამდე არნახულ უმკაცრეს საპასუხო ზომებს. შეშლილ ამერიკელ მოხუცს ცეცხლით მოვარჯულებ“, - ნათქვამია კიმ ჩენ ინის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ფხენიანი ამერიკის ან მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი იენ ხომ, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაეროს ტრიბუნიდან გასვლა „ძაღლის ყეფას“ შეადარა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა. ამჯერად აკრძალვები იმ კომპანიებს შეეხებათ, რომლებსაც ფხენიანთან ბიზნეს კავშირები აქვთ. გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია 12 სექტემბერს მიიღო. ცნობისთვის, ფხენიანმა ბოლო ბალისტიკური რაკეტა 15 სექტემბერს გამოსცადა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)