15:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 15:13:44, 2316 ნახვა

საზოგადოება
ხვალ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „თბილისი-ურბანული ცვლილებები“ გაიმართება

 „თბილისი - ურბანული ცვლილებები" მეოცე საუკუნეში თბილისში მიმდინარე განაშენიანების პროცესების მთავარ მომენტებს მიმოიხილავს.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქალაქის ურბანული სახეცვლილების ამსახველი ვიზუალური მასალა, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის კინო ფოტო დოკუმენტების ცენტრალურ არქივშია შემონახული, დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს იმოგზაუროს წარსულში და დაინახოს, როგორ იცვლებოდა საქართველოს დედაქალაქის გარეგნული იერსახე ათწლეულების განმავლობაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა თბილისის იმ ობიექტების ილუსტრაციას გვთავაზობს, რომლებიც ან არ შემორჩა, ან მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა.

ფოტოების ანოტაციაში შენარჩუნებულია ადგილმდებარეობებისა თუ დაწესებულებების ძველი სახელწოდებები, ასევე მოცემულია მათი თანამედროვე დასახელება.

დასათაურებებში არსებული ცვლილებები, პოლიტიკური იდეოლოგიების მონაცვლეობის პარალელურად ქალაქის ურბანულ ტრანსფორმაციაზე მეტყველებს.

გამოფენა აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ფოტოგრაფია ვიზუალური მეხსიერების შენარჩუნებისა და განახლების პროცესში, როგორ შეიძლება ის იქცეს ქალაქის ისტორიის გააზრების სტიმულად.

ექსპოზიციაში ასევე ჩართულია თბილისის გეგმებისა და რუკების ორიგინალები.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics