15:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 13:47:12, 2204 ნახვა

საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრის და შვედეთის წამყვანი კლინიკების ექიმებმა ბავშვებში სმენის პრობლემების გამოსავლენად უფასო აქვია დაიწყეს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში შვედი ექიმები ჯგუფი იმყოფება, რომელიც  დაკომპლექტებულია შვედეთის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების კაროლინსკას და ორებროს უმაღლესი აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალებით, აუდიოლოგებით, სამედიცინო ტექნოლოგებით.

სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ინიციატივით, საჩხერის მუნიციპალიტეტში პრევენციის მიზნით დაიწყო კვლევა სმენადაქვეითებულ ბავშვთა გამოსავლენად. 
სტოკჰოლმიდან ჩამოსული სპეციალისტთა ჯგუფი მთლიანად მოიცავს საჩხერის მუნიციპალიტეტის I – III კლასის მოსწავლეებს და სმენის კვლევას ჩაატარებს. 

შვედი სპეციალისტები, საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმებთან ერთად,  3 კვირის განმავლობაში მთელი დატვირთვით იმუშავებენ. დღეში შესაძლებელი იქნება 120-150 ბავშვის კვლევა.
კვლევის შედეგად გამოვლენილი სმენადაქვეითებული ბავშვები უსასყიდლოდ მიიღებენ საუკეთესო ხარისხის ციფრულ სასმენი აპარატს (ინდივიდუალური ჩასართის დასამზადებელი თანხების ჩათვლით). 

გარდა ამისა, კვლევა ჩაუტარდებათ და გაეწევათ კონსულტაცია სმენადაქვეითებულ მაღალი კლასის სკოლის მოსწავლეებს და სკოლის პედაგოგებს. მათაც უსასყიდლოდ გადაეცემა სასმენი აპარატი და ინდივიადუალური  ჩასართების ხარჯებსაც ასოციაცია დაფარავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საჩხერის სამედიცინო ცენტრს, ტელეფონზე: 593 977 336

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics