14:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 19:43:30, 2367 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო: რუსეთთან აფელირებული პირების მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში საოკუპაციო რეჟიმების პროპაგანდა ვერ მოხდება

რუსეთთან აფელირებული კერძო პირების მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში საოკუპაციო რეჟიმების პროპაგანდა ვერ მოხდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატის ჯულიეტო კიეზას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, ევროპარლამენტი და მისი დეპუტატები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„დარწმუნებული ვართ, რუსეთთან აფელირებული კერძო პირები ვერ მოახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმის გამოყენებას თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის და მათი მხრიდან ასეთ ფორმატებში ვერ მოხდება საოკუპაციო რეჟიმების პროპაგანდა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics