|
2017-09-19 18:30:27, 2375 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: იმედი მაქვს, ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის უკომპრომისო პოზიციას
პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო დოკუმენტი „ქართულ ოცნებას“ და ვენეციის კომისიას გაეგზავნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ „ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას“. „ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაც დათმო, მაგრამ შედგა მთავარი - თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება „ქართულ ოცნებას“, ვენეციის კომისიას, იმ იმედით და იმ განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, პოლიტიკურმა კულტურამ, ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა თანხმობამდე. ყოველ შემთხვევაში, ის მითი, თითქოს საქართველოში ვერასდროს განსახვავებული შეხედულების ადამიანები ვერაფერზე ვერ თანხმდებიან, ნამდვილად დამსხვრეულია. სრულიად განსხვავებული შეხედულებების პარტიები დგანან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე. ამისთვის საჭიროა თანხმობის სულისკვეთება, დიალოგი, სადაც შენ არა ხელის გადაწევას დაიწყებ, არამედ სხვის აზრს მოისმენ. მე იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)