|
2017-09-19 17:01:54, 2168 ნახვა
საზოგადოება
საქველმოქმედო მატჩში „მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში, რომლიდანაც შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას. როგორც კალაძემ აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით განაცხადა, შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო დონის ფეხბურთელები მიიღებენ. „მივესალმები იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებ, რაც სასიამოვნო ფაქტია, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე და შევქმენი, ამ სპორტის დამსახურებაა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელები, ვისთან ერთადაც ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე, საქართველოში ჩამოვლენ და საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მსოფლიო დონის ბევრი ფეხბურთელი ჩამოვა, რაც მისასალმებელი ფაქტია. „ამ ადამიანებთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ათი წლის განმავლობაში თანაგუნდელები ვიყავით და ერთად მივაღწიეთ იმ დიდ გამარჯვებებს, რაც მილანში გვქონდა. ამიტომ, დავუკავშირდი ამ ადამიანებს. მხოლოდ ეს იყო ჩემი ფუნქცია“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა. კითხვაზე - იქნება თუ არა აღნიშნული საქველმოქმედო მატჩი საარჩევნო კამპანიის ნაწილი, კალაძე აცხადებს, რომ კანონმდებლობით მას ამის უფლება არ აქვს. შესაბამისად, ის საარჩევნო კამპანიას არანაირად არ უკავშირდება. საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით, თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. ერთმანეთს მასპინძელი - GFF-11 და „მსოფლიოს 11“ დაუპირისპირდებიან. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)