|
2017-09-19 14:02:13, 2061 ნახვა
საზოგადოება
დამკვირვებლების დასკვნა წინასაარჩევნოდ
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს საინფორმაციო ბიულეტენს, რომელშიც აღწერილია მრავალეროვანი საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პრაქტიკა, სიახლეები და გამოწვევები, ასევე, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაციის მიერ რეალიზებული პროგრამული აქტივობები, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტები 1 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით. „მრავალეროვანი საქართველო" წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში სათაო ოფისისა და რეგიონული გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით. სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)