|
2017-09-19 12:39:19, 2212 ნახვა
საზოგადოება
თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ეწვევიან
29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას მიიღებენ: პაოლო მალდინი, ფრანჩესკო ტოტი, ლუკა ტონი, დიდა, რივალდო, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, სებასტიან როსი, ჯუზეპე ფავალი, ივან კორდობა, ანდრეი შევჩენკო, კარლეს პუიოლი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, მარეკ იანკულოვსკი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, პიეტრო ვერხოვოდი, იბრაჰიმ ბა, კრისტიან აბიატი, მასიმო ოდო, მაურო ტასოტი, ენრიკო ანონი, ჯუზეპე ფავალი, მარკო დელვეკიო, ანჯელო დი ლივიო, სებასტიან ფრეი, დარიო შიმიჩი, ანჯელო კარბონე და სებასტიანო როსი. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მატჩიდან შემოსული თანხა ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. მატჩი 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. ერთმანეთს „მსოფლიოს XI“ და „GFF –XI“ დაუპირისპირდებიან. ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტზე www.tkt.ge-ზე დღეს, 15:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)