|
2017-09-19 12:04:02, 2420 ნახვა
კომენტარი
ირაკლი მექვაბიშვილი: აუდიტის სამსახურის საქმიანობას თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანთ
„თუ პარლამენტი ნდობას გამომიცხადებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებაზე ვიზრუნებ“, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორობის კანდიდატმა ირაკლი მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. იგი ამ წუთებში საკუთარ გეგმებს საპარლამენტო უმცირესობას აცნობს. „თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას პლენარულ სხდომაზე, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებ სამსახურის ინსტიტუციონალურ შემდგომ განვითარებაზე, სამსახურის საქმიანობას თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანთ. ჩვენი საქმიანობა იქნება ოთხ ძირითად პრინციპზე აგებული, ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა. სამსახური ტექნოლოგიურად უნდა განვითარდეს. მისი საქმიანობა უნდა იყოს პრევენციული ხასიათის და არა რაიმე სადამსჯელო სტრუქტურა. თუმცა, თუკი ვნახავთ, რომ კანონთან რაიმე შეუსაბამობაა, ამას ძალიან მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოყვება“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)