|
2017-09-19 11:40:08, 2435 ნახვა
მსოფლიო
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და კარიბის ზღვის კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს, - ამის შესახებ BBC იუწყება. სინოპტიკოსების თქმით, ქარის სიჩქარე 260 კილომეტრს აღწევს. მათივე ინფორმაციით, "მარია" ისეთივე მიმართულებით მოძრაობს, როგორც ქარიშხალი "ირმა". პრემიერ-მინისტრმა რუსველტ სკერიტმა Facebook-ზე დაწერა, რომ მის სახლს ქარმა სახურავი ახადა და ის ქარიშხლის ტყვეობაში აღმოჩნდა. კუნძულზე ყველა პორტი და აეროპორტი დაიხურა. მედია საშუალების ინფორმაციით, "მარია" ასევე გუადელუპას ნაწილს დაატყდა თავს. ქარიშხალი „მარია” პუერტო-რიკოსკენ მიემართება. პუერტო-რიკოს გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ვარაუდობენ, სტიქია კუნძულამდე 20 სექტემბერს მიაღწევს. „მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს. ცნობისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში ამერიკასა და კარიბის აუზის კუნძულებს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. პირველი ქარიშხალი "ჰარვი" ტეხასსა და ლუიზიანაში მძვინვარებდა, მას მოჰყვა ქარიშხალი "ირმა" და "ხოსე". სამივე ქარიშხალი 5 კატეგორიამდე იყო ასული. პრობლემები შექმნა ქარიშხალმა "კატიამ". სტიქიების შედეგად გაჩენილი ზარალი ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ასობით ათაში კი, უსახლკაროდ დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)