|
2017-09-19 11:24:04, 2189 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ჩავალთ კიევში და მთავრობას მოვთხოვთ, ხალხის აზრი გაითვალისწინოს
„ჩავალთ კიევში, სადაც მთავრობას მოვთხოვთ, რომ ხალხი აზრი გაითვალისწინოს“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-ს განუცხადა. ყოფილი გუბერნატორის თქმით, ის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც მან აღნიშნა, შემდეგი მიტინგი ქალაქ დნეპრში გაიმართება. „სასამართლო პროცესზე პირადად მოვედი, თუმცა შემეძლო ადვოკატი გამომეგზავნა, რადგან მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა მემუქრება. მაგრამ, მე მოვედი, რათა მენახა თუ რა მოხდებოდა, ჩემს ადგილზე რიგითი უკრაინელი რომ ყოფილიყო. სასამართლო უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთას გვედავება. პოლონეთის მხარემ კი, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩვენ გავიარეთ საპასპორტო კონტროლი პოლონეთის მხარეს და უკრაინის ტერიტორიაზე აბსოლუტურად კანონიერად გადავედით. შესაბამისად, ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით და ჩვენს მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება სრული აბსურდია“,-აღნიშნა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)