14:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 10:50:23, 2237 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხანდამაშვილი: მე არ ვიქნები მერი, რომელიც ხალხს მხოლოდ არჩევნებისთვის ხვდება

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა რამდენიმე შეხვედრა გამართა სოფელ მუკუზნის მოსახლეობასთან, ღვინის ქარხნებს ესტუმრა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა. 

„მე არ ვიქნები მერი, რომელიც ხალხს მხოლოდ აარჩევნებისთვის ხვდება“ - ამ სიტყვებით მიმართა არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ მუკუზანში შეკრებილ მოსახლეობას. 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას.

,,მე ამ მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში დავიბადე და კარგად ვიცი როგორი მშრომელი ხალხიც ვართ, როგორი რუდუნებით ვუვლით თითოეულ ყურძნის მტევანს, როგორი წარმატება გველოდება ყველას ერთად, თუ ჩვენ სწორად დავსახავთ ჩვენს პრიორიტეტებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ.  მე ვიცი, გურჯაანს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი რამდენიმე მიმართულებით, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით", – აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics