|
2017-09-19 10:17:19, 2543 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩასვლას აპირებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ექს გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩასვლას აპირებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მისი ადვოკატები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ბრიფინგს გამართავენ. ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახალ ინფორმაციას მიაწვდიან. "19 სექტემბერი როგორც მსმენია, მიხეილ მთავარანგელოზის დღეა, კიევის მფარველის. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი. ეს იქნება დასაწყისი. რამდენიმე კვირაში ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით. შემდეგ კი ყველაფერი ისე დასრულდება როგორც „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე: გაიხსნება გზა. ეს იქნება უკრაინისთვის წინსვლის გზა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა. მასთან ერთად პოლიტიკოსები, დეპუტატებია და უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს და სასამართლო 18 სექტემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მან საზღვარი ლეგარულად გადმოკვეთა და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)