|
2017-09-18 17:38:22, 2124 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ცე-რე-უ“-ს აგენტია
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ცე-რე-უს" "სერიოზული პროექტების" ფარგლებში მუშაობს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ "დამოუკიდებელ გაზეთთან" ინტერვიუში განაცხადა. "ბევრს აქვს სურვილი რუსეთში დაგეგმილი საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაშალოს, ასევ გავლენა იქონიოს ქვეყანაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. სწორედ ამ ძალებს სურთ, რომ რუსეთს უკრაინაში, მოლდოვაში და სავარაუდოდ საქართველოშიც, სერიოზული პრობლემები შეექმნას. სააკაშვილი - არის იდეალური კანდიდატი ამ გეგმის განსახორციელებლად", - განაცხადა ბურჯანაძემ. მანვე დასძინა, რომ კონკრეტულად არ იცის რისი გაკეთება შეუძლია სააკაშვილს. "მაგრამ, თუ უკრაინაში სიტუაცია გამწვავდება, დესტაბილიზაციის პროცესი დაიწყება, ეს რუსეთზე გავლენას იქონიებს, რადგან რუსეთს მოუწევს საპასუხო პოლიტიკური ქმედებები მიიღოს, დიპლომატიური ნაბიჯები განახორციელოს", - აღნიშნა პოლიტიკოსმა. ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რუსეთში, 2018 წლის 14 ივნისიდან დაიწყება. 11 ქალაქი ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ მატჩებს უმასპინძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)