|
2017-09-18 14:31:13, 2281 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს, თბილისის დროით 17:15 საათზე დაიწყება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს, თბილისის დროით 17:15-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სასამართლო, ლვოვის რაიონულ სასამართლოში, ქალაქ მოსტისკში გაიმართება. "მოსტისკში მივემგზავრები, სადაც სასამართლო ჩემს სახლში დაბრუნების საკითხს განიხილავს. თუმცა, ახლახან მაცნობეს, რომ სასამართლო პროცესი 16:15-ზე (უკრაინის დროით) გადაიტანეს. სავარაუდოდ, ჯერ ვერ მოასწრეს ყველა მტკიცებულების მოპოვება ამ "საუკუნის დანაშაულთან" დაკავშირებით. რას ვიზამთ, დაველოდები, სამაგიეროდ მშობლიურ მიწაზე", - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. უკრაინის საგამოძიებო უწყებას მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც სააკაშვილს ედავებიან საზღვრის უკანონო გადაკვეთაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)