|
2017-09-18 13:44:32, 2114 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მორიგ შეხვედრას გამართავენ
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები პირველ ოქტომბერს მოსკოვში გაემგზავრებიან და რუს დეპუტატებს შეხვდებიან. ადა მარშანიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატს შეეხება. "მოსკოვში იმისთვის ჩავდივართ, რომ ახლო მომავალში მაინც ჩავიდეთ სოხუმსა და ცხინვალში. ეს არის ჩვენი სტრატეგია და პოლიტიკა. მოსკოვში ჩავდივართ იმისთვის, რომ იმ უმძიმეს ვითარებაზე ვისაუბროთ, რაც ჩვენს საზღვრებზე სუფევს. პირველ შეხვედრაზე უფრო მეტ თემაზე ვისაუბრეთ, ვიდრე დაგეგმილი იყო. მომავალში დელეგაციის შემადგენლობას გავაფართოვებთ. ამჟამად, სახელმწიფო დუმის დეპუტატებს ვხვდებით, მაგრამ შეხვედრების არეალი გაფართოვდა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატებსაც შევხვდებით", - აღნიშნა მარშანიამ. შეხვედრას დაესწრებიან დავით თარხან-მოურავი, ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)