|
2017-09-18 13:36:38, 2216 ნახვა
მსოფლიო
ხელისუფლებამ ლონდონში ტერორისტული საშიშროების დონე შეამცირა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საშიშროების დონე „უმაღლესი“ კატეგორიიდან „სერიოზულამდე“ დაწიეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საშიშროების დონე „უმაღლეს კატეგორიად“ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში უკვე მეორედ შეფასდა. სამართალდამცველების თქმით, დონის დაწევა მეტროში მომხდარი ტრაქტის სწრაფმა გამოძიებამ განაპირობა. „ტერორისტული საშიშროების სერიოზული კატეგორია არ ნიშნავს, რომ არ უნდა ველოდოთ თავდასხმას, თუმცა, მე მოგიწოდებთ ყველას იყოთ უფრო ფრთხილები და არა აღელვებულნი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, ლონდონში, მეტროსადგურ "პარსონს გრინზე" აფეთქება მოხდა. მეტროს ვაგონში პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. შაბათს პოლიციამ 2 ეჭვმიტანილი, 18 და 21 წლის მამაკაცები დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)