|
2017-09-18 10:37:25, 2273 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხანდამაშვილი: არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დაგვრჩეს დაუმუშავებელი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გურჯაანის სანაყინეს ესტუმრა და ყიტაანში მოსახლეობას შეხვდა. სასაუბრო თემას ძირითადად სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენდა. „ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველაზე ძიერი მხარე, ძლიერი სოფლის მეურნეობის არსებობაა. არცერთ გლეხს არ უნდა დარჩეს მიწა დაუმუშვებელი და ამისთვის აუცილებლად შევუწყობთ ხელს თითოეულ მსურველს. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი შესაძლებლობები, ამიტომ მაქსიმალურად მოხდება ათვისება და თითოეული რესურსის მიზნობრივად გამოყენება სოფლის მეურნეობის პროგრამის განხორციელებისთვის“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა. შეხვედრის ბოლოს არჩილ ხანდამაშვილმა ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებაც და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და განავითარებს გლეხების შესაძლებლობებს სოფლის მეურნების განვითარების საქმეში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)