|
2017-09-17 11:30:23, 2364 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები, 20 სექტემბრის ჩათვლისთ, საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო და თბილს ამინდებს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +33 გრადუსი სითბო იქნება, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 18 სექტემბერს +34 გრადუსი სითბო და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 19-20 სექტემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის და ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება. დღეს დედაქალაქ თბილისში +21 გრადუსი სითბო და უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. 18 სექტემბერს +31 გრადუსი სითბო იქნება, 19 სექტემბერს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, 20 სექტემბერს კი +32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს 20 სექტემბრის ჩათვლით +37 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. მთიან და მაღალ მთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)