|
2017-09-16 13:04:34, 2437 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრი: ვიცი, როგორ გავატარო რეფორმები, თუმცა, რა ვუყო სააკაშვილს არა
უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გროისმანის განაცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე არა უკრაინის მთავრობის, არამედ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაში შედის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კიევში გამართულ ფორუმზე განაცხადა. ამასთან, გროისმანმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიერ რაიმე გატარებულ რეფორმებს ვერ ხედავს. „არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთ სააკაშვილთან მიმართებით. მე არ ვიცი, ასეთ სიტუაციებში როგორ იქცევიან. ვიცი, როგორ უნდა დაიგოს გზა, როგორ უნდა ჩაიდოს ინვესტიცია ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, როგორ განვახორციელო რეფორმები. მაგრამ, რა ვუყო პოპულისტებს, ეს უკრაინელებმა გადაწყვიტონ. ის გვპირდებოდა, რომ უკრაინაში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებდა. სიმართლე გითხრათ, აქ არც მისი წარმატება დამინახავს და არც მის მიერ გატარებული რეფორმები“, - განაცხადა ვლადიმერ გროისმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)