|
2017-09-16 10:47:40, 1954 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბირბიჩაძის საარჩევნო შტაბი ამოქმედდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბირბიჩაძემ კახი კალაძის მიერ ოფიციალურად წარდგენის შემდეგ საარჩევნო შტაბი გახსნა. ვაჟა-ფშაველას N 85-ში მდებარე შტაბის გახსნას პარლამენტარ ბიძინა გეგიძესთან, მაჟორიტარობის კანდიდატთან, ჯაბა ჯიშკარიანთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, ვაჟა-ფშაველას კვარტლების და ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლები ესწრებოდნენ. ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, რომ ვაკელებმა არაერთხელ დააფიქსირეს სწორი არჩევანი, რომელიც ქალაქის განვითარებასა და წინსვლას უკავშირდებოდა. ის იმედოვნებს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ამის კიდევ ერთი მაგალითი იქნება. "დღეიდან ვაკის რაიონის N 03 ოლქის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გახსნილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაჟა-ფშაველას კვარტლების და ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, მოვიდნენ ვაჟა-ფშაველას N 85-ში და მოგვაწოდონ ინფორმაცია არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიქნებით მათ სამსახურში, გავმართავთ შეხვედრებს ამომრჩევლებთან და როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე, არჩევნების შემდეგაც ვიზრუნებთ რაიონში უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე. დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების შემდეგ ჩვენ მყისიერად შევუდგებით რაიონში არსებული პრობლემების მოგვარებას, შეეხება ეს სოციალურ მდგომარეობას, მუნიციპალურ ტრანსპორტს, ეკოლოგიას თუ ა.შ. და სულ მალე თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი," - განუცხადა საზოგადოებას "ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა. (NS)
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)