|
2017-09-15 13:18:15, 2037 ნახვა
პოლიტიკა
დედაქალაქში ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება
დედაქალაქში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება, რომლისთვისაც ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა. „ისტორიული ნაწილი ქალაქის ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობისთვისგანსაკუთრებულ სიკეთესქმნის. აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამბიციური გეგმაგააჩნია. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ვაპირებთ,განვახორციელოთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა, რომელიც ნახევარ მილიარდ ლარამდე ღირებულების იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, მსგავსი სამუშაოების შედეგად, უძრავი ქონების ღირებულება და მოსახლეობისყოველდღიური შემოსავალი იზრდება, რომელიც ათპუნქტიანი პროგრამის პირდაპირი ბენეფიციარი იქნება. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სარეაბილიტაციო არეალებს შორის ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გუდიაშვილის მოედანი, ზემო კალის უბანი, ქვემო კალის უბანი, კოტე აფხაზის ქუჩა, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და ისტორიული ბაღები იქნება. ირაკლი ხმალაძემ კახა კალაძის ხედვაწარადგინა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. „ქალაქში 1700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ძირითადად, მოედნების, ქუჩების, შენობების, სადარბაზოებისგან შედგება, რასაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ჩვენს გუნდს აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მათ. უნდა ჩავატაროთ რეინვენტარიზაცია და თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უნდა აღვადგინოთ. ასევე, ახლადაღდგენილი ადგილების მოვლა-პატრონობაზეც ვიზრონოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“თბილისის მერობის კანდიდატმაკახა კალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ურბანულიპოლიტიკის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. „ჩვენთვის ისტორიული უბნებიძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქალაქის იერსახე და სიმდიდრეა. პირობას გაძლევთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკასგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ძველ უბნებში ახალი სიცოცხლე შემოდის და შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მასშტაბური პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.
(NS)
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)