16:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 15:51:54, 2226 ნახვა

მსოფლიო
Libya Herald: დაკავებულ გემს, სადაც 3 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, სავარაუდოდ კონტრაბანდა გადაჰქონდა

ტრიპოლის საზღვაო ძალების სპიკერის აიუბ გასემის ინფორმაციით, ლიბიაში დაკავებულ გემს, სადაც 3 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, სავარაუდოდ კონტრაბანდა გადაჰქონდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Libya Herald-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე ორი უცხოური გემი 30 აგვისტოს დააკავეს. კერძოდ კი, ტანკერი სახელად Rex და თევსაჭერი ნავი

გამოცემა Libya Herald-ის ინფორმაციით, ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე ორი ​​უცხოური გემი დააკავეს. ტანკერი, სახელად Rex და თევზსაჭერი ნავი ტრიპოლში გადაიყვანეს, სადაც ეკიპაჟის წევრები დაჰკითხეს.

გასემის თქმით, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობპროდუქტის ტანკერი, რამდენიმე დღის განმავლობაში ტრიპოლის სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გემს 1,160,000 ლიტრი საწვავი კონტრაბანდული გზით გადაჰქონდათ.

როგორც მედია წერს, ლიბიის სანაპირო ზოლზე დაკავებული მეორე ნავი მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა. აღნიშნული გემის დაკავება უნებართვო თევზაობის გამო მოხდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics