|
2017-09-14 13:27:51, 2336 ნახვა
საზოგადოება
ლიბიაში თურქული გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის სამი წევრი ქართველია
ლიბიაში ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის სამი წევრი ქართველია. აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ დაუდასტურა. მამუკა ახალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. „30 აგვისტოს ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა ცხელ კვალზე დევნის დროს დააკავა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი, მცირე ზომის ტანკერი, რომელსაც სავარაუდოდ გადაჰქონდა ლიბიური ნავთობი. ტანკერზე იმყოფებოდა 11 ეკიპაჟის წევრი, 11-დან 3 არის საქართველოს მოქალაქე და გემის კაპიტანი. ახლა გემი გადაყვანილია ლიბიის საპორტო ქალაქ ტრიპოლში, ეკიპაჟის თერთმეტივე წევრი გადაყვანილია წინასწარ პატიმრობის რეჟიმში. დაკავებულების ოჯახის წევრებთან გვაქვს კავშირი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ინტენსიურად მუშაობს დეტალების დასაზუსტებლად. კავშირი დავამყარეთ ტანზანიის დროშის საზღვაო ადმინისტრაციასთან, საიდანაც ველოდებით დამატებით ინფორმაციებს და დღის ბოლომდე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი“,-განაცხადა ახალაძემ.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)