|
2017-09-13 05:57:12, 2282 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ამერიკა უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისიტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო უპირობო მხარდაჭერას იღებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის დესტრუქციული ქმედებების შესაკავებლად, აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს. "ამერიკამ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რუსეთის აგრესიის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლლობას სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, ასევე სხვადასხვა ორმხრივი მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვფიქრობ, პრეიზდენტ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ამ მოკლე პერიოდში, ძალიან მკაფიოდ და ბევრჯერ ითქვა, რომ ამერიკა უპირობო მრახდაჭრას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არ არის მხოლოდ არაღიარების პოლიტიკა. ეს არის აქტიური პოლიტიკა რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკის შესაკავებლად",- განაცხადა ციხელაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-მ რუსეთს მოუწოდებს ოკუპირებული რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)