|
2017-09-13 04:34:31, 2241 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თემა ვაშინგტონში შეხვედრაზე არ განხილულა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ვაშინგტონში საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი საერთოდ არ განხილულა. მისივე თქმით, საქართველოს აშშ-თან ყველა საკითხზე და ყველა დონეზე აქვს ურთიერთობა. „ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია განიხილება, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ოთხივე სამუშაო ჯგუფში, ისე ორმხრივ დიალოგში და, ბუნებრივია, ჩვენთვის პრობლემა არ არის ამერიკელ პარტნიორებთან ნებისმიერ დონეზე დავაყენოთ ის საკითხი, რაც აქტუალურია საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ყველა ის საკითხი,რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)