|
2017-09-12 01:58:04, 2285 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო
„რამდენიმე დღეში საზოგადოებას უკვე ვიზუალურად დამუშავებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წარვუდგენ, რომელთა განხორციელებას მომავალი 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ“,-ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ისნის რაიონის, კერძოდ, ვაზისუბნის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზისუბანი უკვე მესამე უბანია, სადაც კახა კალაძე მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება ეკოლოგიაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ეკოლოგიური გამოწვევები კომპლექსურად და მასშტაბური მიდგომით უნდა გადაიჭრას. კახა კალაძის განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით განხორციელდება თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტი, შეიქმნება ვრცელი მწვანე ზონა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე. როგორც მან აღნიშნა, განახლდება მუნიციპალური ავტოპარკი და ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება გაცილებით უსაფრთხო ავტოტრანსპორტით, ასევე, მოხდება მეტროსადგურებისა და ვაგონების სრული რეაბილიტაცია, მერია კი მხარს დაუჭერს ავტოტექდათვალიერების შემოღებას. მისივე თქმით, თავის გუნდთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ დედაქალაქს ხელშესახები ცვლილებები დაეტყოს და განვითარება არამხოლოდ ცენტრალურ უბნებზე, არამედ თბილისის ყველა რაიონზე აისახოს. თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ვაზისუბნის მცხოვრებლებმა კახა კალაძეს როგორც უბნის, ისე ინდივიდუალური საჭიროებები გააცნეს. მოსახლეობასთან შეხვედრებს ისნის მაჟორიტარობის კანდიდატები ლევან დავითაშვილი და ილია ჯიშკარიანი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, ასევე, პარლამენტარები მამუკა მდინარაძე, ლევან კობიაშვილი და ირაკლი აბუსერიძე ესწრებოდნენ. (NS)
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)