13:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 04:14:56, 2515 ნახვა

მსოფლიო
მექსიკამ ჩრდილოეთ კორეის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

მექსიკის ხელისუფლებამ, ჩრდილოეთ კორეის ელჩი, ფხენიანის მიერ ბირთვული გამოცდების გამო, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ელჩ კიმ ხენ გილს, მექსიკის დასატოვებლად 72 საათი აქვს. მსგავსი სახით ქვეყანამ დააფიქსირა, რომ მისთვის ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული ბირთვული გამოცდები სრულიად მიუღებელია. 

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, მექსიკა, ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, თუმცა ბოლო პერიოდში ჩრდილო კორეის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა.

ამასთან, მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ფხენიანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებენ.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ, მორიგი ბირთვული გამოცდა 3 სექტემბერს განახორციელა. 

მედია საშუალების ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის გამოცდის გამო საგანგებო სხდომა გამართა. დაგეგმილია კიდევ ერთი სპეციალური რეზოლუციის პროექტის მიღებაც.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics