|
2017-09-06 04:39:11, 2338 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი EBRD-ს პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ბიზნესდავებისათვის სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატების დაფუძნების მიზნით ჩაფიქრებული რეფორმის თაობაზე იმსჯელეს და ასევე საჭირო ფინანსურ ხელშეწყობაზე, რომელიც ამ რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტრომ კომერციული და საგადასახადო პალატების შესაქმნელად რეფორმის კონცეფცია შეიმუშავა და ამ პროცესში დისკუსიებს მომავალი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ მხარესთან გააგრძელებს. „რეფორმის მიზანი კომერციული დავების მოგვარების საქმეში მართლმსაჯულების სისწრაფისა და ხარისხის ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას, ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, ასევე, სამოქალაქო მოსამართლეებს განტვირთავს საქმეთა დაგროვილი მოცულობისგან", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული და საგადასახადო პალატები შეიქმნება, სპეციალური წესი შემუშავდება ისეთი მოსამართლეების შესარჩევად, რომლებიც როგორც უცხოელ ინვესტორთა მონაწილეობით დავებს ასევე ქვეყნის შიგნით დაფუძნებული მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის სასამართლო საქმეებს მაღალკვალიფიციურად განიხილავენ, პირველ ეტაპზე გადამზადდებიან ახალდანიშნული მოსამართლეები, მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავს სასამართლოებში. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ რეფორმას, რომ მე პირადად მივაქცევ ყურადღებას ამ პროცესში საქართველოსთვის ნებისმიერი მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხს", - განაცხადა ბატონმა სუმა ჩაკრაბარტიმ. რეფორმის დამფინანსებლები ბრიტანეთის მთავრობის „GGF" ფონდი, „EBRD" და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) იქნებიან. მიმდინარეობს მუშაობა სხვა დონორებთანაც. საქართველოს მთავრობას საკონსულტაციო მომსახურებას ამ სფეროში იურიდიული ფირმა Dechert Georgia გაუწევს. დაგეგმილია, რომ პირველი კომერციული პალატა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და „EBRD"-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)