19:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-02 09:08:08, 2869 ნახვა

კომენტარი
გიორგი ჭიღვარია: თვითმმართველობა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან

„თვითმმართველობა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან, ამიტომ ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქალაქის სწორი განვითარება“, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ, ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

მერობის კანდიდატმა ქალაქის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისი არის ევროპული ტიპის ქალაქი, რომელიც მიმზიდველი იქნება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის და ტურისტებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქუთაისი, ძლიერი ქუთაისი ძლიერი საქართველოსთვის“, - განაცხადა მან.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. კანდიდატად წარდგენამდე ის ქუთაისის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics