21:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 15:22:13, 679 ნახვა

საზოგადოება
მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია დაიწყო.

რეგისტრაციის პროცესი 15 მაისს დასრულდება. ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია. კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ მონაწილე სკოლისათვის.

ტესტირება კომპიუტერულად   2-დან  9 ივნისამდე  ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული - როგორც მეორე ენა,  მათემატიკა, ინგლისური ენა. მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის კი დამატებით გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს 2012 წლიდან სთავაზობს პროექტს, რომლის მიზანიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის  მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა. მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლისა და სკოლის  მიღწევების შესახებ. შეფასების შედეგები იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ  ის ეფექტურად  შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ქმედითი ღონისძიებების დასაგეგმად”, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics