07:08 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 06:55:49, 2675 ნახვა

საზოგადოება
ქეთი დოლიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ დოლიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება! და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!!!! ბრავო ნინელი! ბრავო, ზაზა!“, - წერს ქეთი დოლიძე.

ამასთან, როგორც დოლიძე აცხადებს, თანამდებობაზე მუშაობას 17 სექტემბრამდე გააგრძელებს.

„17 სექტემბრამდე მე ვარ ოფიციალურად სამხატვრო ხელმძღვანელი. ველოდები დასის ჩამოსვლას. ეს სპეციალურად გააკეთა გიორგაძემ, ელოდებოდა დასი რომელიც მთლიანად მიჭერს მხარს, გარდა 10 კაცისა, როდის წავიდოდა ისრაელში. გაფრინდნენ თუ არა მოაწერა ხელი ბრძანებას“, - აცხადებს დოლიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics