|
2017-08-29 09:50:36, 2770 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ყოფილი მინისტრები დაიბაროს, რომლებმაც 2008 წელს ტერიტორიები დაკარგეს
„ალბათ, უმჯობესი იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ის ყოფილი მინისტრები და უმაღლესი ხელისუფლების პირები დაიბაროს პარტიის ოფისში და მოკითხოს პასუხი, რომლებმაც დაკარგეს ტერიტორიები სწორედ იმ ავბედითი ომის დროს 2008 წელს“,-ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში მიწვევის საკითხს, რომელიც რუსეთისთვის სტიქიასთან საბრძოლველად დახმარების თხოვნას ეხება. „მთავრობამ მოახერხა ის, რომ არ არის ადამიანური დანაკლისი, რომ იქ სოფლებს საფრთხე, რაც ემუქრებოდა, იქნა თავიდან აცილებული. ეს არის სწორდ ამ მთავრობის, პრემიერისა და თითოეული მაშველის დამსახურება. თუკი ეს არ მოსწონს ოპოზიციას, ეს მათი პრობლემაა, მეც არ მომწონს ის, ისევე როგორც ჩვენს საზოგადოებას, რომ მათ ოკუპანტს ხელი შეუწყვეს იმაში, რომ მახეში გაბმულიყვნენ და ტერიტორიები დაეკარგათ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, მინისტრისგან აინტერესებთ, რატომ მიმართა მთავრობამ სტიქიასთან საბრძოლველად დახმარებისათვის ოკუპანტ ქვეყანას, მაშინ, როდესაც ევროკავშირისგან დახმარების მარაგი ჯერ კიდევ არსებობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)