10:28 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-28 07:33:46, 3190 ნახვა

მსოფლიო
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა, - ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ლევან ტოხოსაშვილთან ერთად დაიღუპა მისი მეუღლე და 4 შვილი.

მათი ახლობლების თქმით, ტოხოსაშვილების ოჯახი დაბომბვაში მოჰყვა.

რადიო WAY-ის ცნობით, ლევან ტოხოსაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოდან დაახლოებით 2 წლის წინ წავიდა. სირიაში ის თურქეთიდან გადავიდა. პანკისში, სოფელ ომალოში დედა, მისი და და ძმა ცხოვრობენ.

ადგილობრივი მედია იტყობინება, სირიაში ლევან ტოხოსაშვილის ძმაც იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics