|
2017-08-24 00:13:35, 2214 ნახვა
საზოგადოება
ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლეს
ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლეს. ცუდი ხილვადობის გამო, ისინი დაბინდებისას მუშაობას წყვეტენ და დილის 6:00 საათიდან ერთვებიან სამაშველო ოპერაციაში. ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან საბრძოლველად სულ 6 ვერტმფრენია მობილიზებული. კერძოდ, ხანძარს თურქეთის 2, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2, აზერბაიჯანის 1 და ბელარუსის 1 ვერტმფრენი ებრძვის. ასევე, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თურქეთის სამაშველო თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26 ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენია.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)