|
2017-08-23 10:33:08, 2422 ნახვა
კომენტარი
იზორია: ბორჯომის ხეობის რთული რელიეფის გამო, ცოცხალი ძალის გამოყენება მეტ რისკებთან არის დაკავშირებული
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონში მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული. როგორც იზორიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, თავდაცვის უწყების ნაწილების გადაყვანა ატენის ხეობიდან ბორჯომის ხეობაში არ იგეგმება. მისივე განმარტებით, რთული რელიეფის გამო, ცოცხალი ძალის გამოყენება მეტ რისკებთან არის დაკავშირებული. "თავდაცვის უწყების ნაწილების გადაყვანა ატენიდან ბორჯომში არ იგეგმება, გამომდინარე რთული რელიეფიდან. ცოცხალი ძალის გამოყენების შესაძლებლობა დაყვანილია მინიმუმამდე. შესაბამისად პრიორიტეტი ენიჭება ტექნიკას. ხედავთ, რომ უწყვეტ რეჟიმში ხდება ვერტმფრენებით წერტილოვნად წყლის დასხმა და კერების ლოკალიზება. სამწუხაროდ ძლიერი ქარი აღვივებს ცეცხლს და შესაბამისად წინასწარ პროგნოზირება თუ სად გაჩნდება კერა შეუძლებელია. მაქსიმალურად ვახორციელებთ მონიტორინგს, სადაც ხდება ამ კერების იდენტიფიცირება, რათა წერტილოვანი ფრენა განახორციელოს ვერტმფრენმა წყლის დასხმის მიზნით. თუ ატენის ხეობაში მისი რელიეფიდან გამომდინარე ცოცხალი ძალის გამოყენება მოხერხდა და საკმაოდ წარმატებული ვიყავით ამ თვალსაზრისით, აქ ბორჯომში რელიეფი არის საკმაოდ რთული და ცოცხალი ძალის გამოყენება მეტ რისკებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ლევან იზორიამ. მინისტრმა მეგობარ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა, სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)