18:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-26 11:10:26, 1439 ნახვა

მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, ნეპალში დაღუპულთა რიცხვი 2000–ს აღწევს

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2000–ს აღწევს, მათ შორის 17 ადამიანი მწვერვალ ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის  შედეგად დაიღუპა. მხოლოდ დედაქალაქ კატმანდუში კი,  700–ზე მეტია გარდაცვლილი.

ინფორმაციას "ბი ბი სი" ავრცელებს. 

უცხოური მედიის ცნობით, კატმანდუში სავაადმყოფოები დაშავებულებით არის სავსე და ყველა პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა რთულდება.

ნეპალი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან დახმარებას ითხოვს.

ამ დროისთვის ნეპალში მეწყერის გამო გზები დაბზარული და ჩაკეტილია.  

 შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა გუშინ მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. თვითმხილველთა ცნობით, დანგრეულია საცხოვრებელი შენობები და ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ჩამონგრეულია კატმანდუს მთავარი ღირსშესანიშნაობა - 60 მეტრიანი დხარახარას კოშკი. სიტუაციას ართულებს ძლიერი განმეორებითი ბიძგები, რომელსაც დამატებით ნგრევა მოყვება.

ნეპალში ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა ბოლო 80 წელია არ მომხდარა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics