00:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 16:52:05, 492 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ნეპალელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნეპალელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო. დამანგრეველ მიწისძვრას 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ნეპალელ ხალხს, თანავუგრძნობ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ მათ გამძლეობას ამ დიდი განსაცდელის დროს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა.

ბოლო მონაცემებით, ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics