|
2017-08-17 14:46:49, 2351 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილის თქმით, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანაშორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საერთო ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და ამით ამოიწურება თამარ მეარაყიშვილის მიმართ მსგავსი ქმედებები. მინისტრის თქმით, დე-ფაქტო რესპუბლიკის მიერ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს ასე უხეშად ამ ტერიტორიებზე და სწორედ ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდეს. თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩვენ აქტიურად ვართ მისი გათავსუფლებისა და მის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში. ჩვენი პარტნიორები სრულად არიან ინფორმირებლები, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. ამჟამად ის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა, თუმცა ხვალ ის ე.წ. უწყებაში კვლავ არის დაბარებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)