|
2017-08-15 13:35:47, 2392 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო - სექტემბრიდან, თბილისის 10 სკოლას ვაშლებით მოვამარაგებთ
ახალი სასწავლო წლიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის მასშტაბით 10 სკოლას ვაშლით მოამარაგებს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებაშ განუცხადეს. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული კამპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება. მათივე თქმით, თავდაპირველად სამინისტრო დედაქალაქის მასშტაბით 10 ყველაზე დიდ სკოლას შეარჩევს და მათ მოამარაგებს. ამის შემდეგ კამპანია საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და ყველა სკოლას მოიცავს. სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქის რამდენიმე სკოლას მოიცავს. უწყებაში ამბობენ, რომ სკოლების ვაშლებით მომარაგებაზე ტენდერი გამოცხადდება. "სამინისტრო თბილისის რამდენიმე დიდკონტინგენტიან სკოლაში საპილოტე პროექტს განახორციელებს - კვირაში ერთხელ მოსწავლეები დასვენებაზე ვაშლს მიიღებენ, რაც წინაპირობა გახდება იმისა, რომ სამინისტროს მიერ ინიცირებულ კამპანიაში, შემდეგში მოსწავლეთა მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ. სკოლებში ვაშლის შეტანა სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდი გაგრძელდება და მასში 10 სკოლის 20 000-მდე ბავშვი ჩაერთვება. 2017-2018 სასწავლო წელს კი, პროექტი ქვეყნის მასშტაბით, სხვა სკოლებსაც მოიცავს", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)