|
2017-08-12 11:25:57, 2720 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინი ძალიან მალე ინანებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთხელ გააფრთხილა, - ამის შესახებ CNN იუწყება. რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი "ძალიან ინანებს, თუ აშშ-ის ან მისი პარტნიორების ტერიტორიაზე მტრულ ქმედებებს განახორციელებს". „იმედი მაქვს, ჩრდილოეთ კორეა კარგად ხვდება ჩემი სიტყვების სიმძაფრეს. ვმუშაობთ ახალ სანქციებზე ფხენიანის წინააღმდეგ. მე ყოველთვის ზუსტად იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ“, - აღნიშნა ტრამპმა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებს, მტრული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კუნძულ გუამიზე თავდასხმა განხორციელდება, ჩრდილოეთ კორეას ნერვიულობა მოუწევს და ისეთი მოვლენები განვითარდება, როგორიც ჯერ არავის უნახავს. ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინი აშშ-ის მიმართ არასათანადოდ იქცევა. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთს თანამშრომლობისთვის უხმო და ძალების გაერთიანება დაიწყო. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება. მას შემუშავებული აქვს შესაბამისი გეგმა, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა ტრამპის განცხადებებს "სისულელეს" უწოდებს და აცხადებს, რომ საკუთარ გეგმას მიჰყვება.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)