00:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 18:21:42, 521 ნახვა

პოლიტიკა
იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე დევნილი ოჯახებისათვის განაცხადების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება

დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღება 2015 წლის 1 მაისისნახვლად, 15 მაისამდე გაგრძელდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართი თუ უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე,  რომლებსაც   2015 წლის პირველ
იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის,  ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არისარაუმეტეს 20 000 ლარი.  

„დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს,  N320 ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით მოხდება.

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება;

ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემულია მონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე;

გ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“  ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველასქ. N16 , ზუგდიდი, რუსთაველისქ. N87 , ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27 „,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics