|
2017-08-11 12:58:48, 2194 ნახვა
საზოგადოება
გურამიშვილის გამზირზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, 8-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის 4 ნომერში შენდება. ახალი შენობა მოქმედი 56-ე ბაღის ეზოში განთავსდება. ეზოს ტერიტორიული ფართობიდან გამომდინარე, რომელიც 7000 კვადრატული მეტრია, ბაღების მართვის სააგენტომ იქ ახალი ბაღის მშენებლობის გადაწყეტილება მიიღო. სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო. „დაიწყო კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებლებს მოემსახურება. იმის გამო, რომ, აქვე, ეზოში არსებულ 56-ე ბაღზე მოთხოვნა საკმაოდ დიდიაა, ბაღი კი საკმარისი რაოდენობის ბავშვებს ვერ იტევდა, მის მომიჯნავედ დავიწყეთ ახალი ბაღის მშენებლობა. ბაღის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება და მივიღებთ ყველა იმ ბავშვს, რომელიც ელოდება ახალ ბაღს“- განაცხადა დავით ნარმანიამ. ახალი საბავშვო ბაღი 2018 წელს გაიხსნება და ის იქნება მესამე ახალი ბაღი ნაძალადევის რაიონისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში. საბავშვო ბაღი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და 300-მდე ბავშვს მიიღებს. ღონისძიებაზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, პარლამენტის და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები. (NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)