|
2017-08-10 12:35:23, 2207 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა შს და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა, ზემო ლარსზე რიგში მდგომი ადამიანები საჭირო სერვისებით უზრუნველყონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა, ზემო ლარსზე, რიგში მდგომი ადამიანები საჭირო სერვისებით უზრუნველყონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. „მე რამდენადაც ვიცი, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შეიქმნა გარკვეული შეფერხებები ისევ და ისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო და შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. ვიცი, რომ ზომები მიღებულია მათი სასმელი წყლით და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომ განსაკუთრებით ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც უწევთ რიგში ლოდინი. იქ არ არის განვითარებული ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც სერვისების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ მოწყობილი ინფრასტრუქტურა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემაც გადაიჭრება. სანამ ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოთ ის სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)