|
2017-08-09 14:53:33, 2039 ნახვა
საზოგადოება
ოზურგეთში „ზარას“, „მანგოს“, „ბერშკას“, „მასიმო დუტის“ და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება
ოზურგეთში „ზარა“, „მანგო“, „ბერშკა“, „მასიმო დუტი“ და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება. თურქული კომპანია „Baykanlar“ პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს. ხოლო უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად, შპს „ოზურგეთი გარმენთის“ დამფუძნებელს ოსმან ბაიქანს და კომპანიის დირექტორს ჰაქან ჩობანოღლუს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გუბერნატორმა აღნიშნა, აღნიშნული კომპანია საქართველოში სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობას აქტიურად სწავლობდა და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში მართავდა. გურიაში ჩამოსვლის შემდეგ მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სამთავრობო პროგრამების და საგადასახადო შეღავათების შესახებ, რომლებსაც მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს. გაეცნენ კომუნალურ ტარიფებს და მხარის ზოგად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. იმყოფებოდნენ პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“, სადაც ფაბრიკაში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება განხორციელდება. სამუშაო ჯგუფმა დაათვალიერა ოზურგეთში არსებული ინფრასტრუქტურა და ის სავარაუდო ადგილები, სადაც ფაბრიკის გახსნა იქნებოდა შესაძლებელი. მოხდა შერჩეული უძრავი ქონების შესწავლა და ნახაზების გაკეთება. სამხარეო ადმინისტრაციასა და თურქულ მხარის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად ფაბრიკის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. „ოზურგეთი გარმენთ“ - ქართული კომპანია უკვე დარეგისტრირებულია. მათ ეკონომიკის სამინისტროს, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე უკვე მიმართეს და უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერება.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)