|
2017-08-09 11:50:12, 2297 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტები 65 მისამართზე მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის სამუშაოები 65 ობიექტზე მიმდინარეობს, რისთვისაც დიდუბის რაიონის გამგეობიდან 794 338 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 11 ობიექტზე წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია, 12 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეკეთება, ასევე, სადარბაზოების რემონტი, საერთო სარგებლობის კიბეების, ლიფტების, სადარბაზოს მეტალის კარების, შენობის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია და გამაგრება მიმდინარეობს. დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში ამ ეტაპზე განცხადებების მიღება მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება. (NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)